გარდატეხის ასაკის თავისებურებები - ტრენინგკურსი მშობლებისთვის

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ტრენინგ-კურსს მშობლებისთვის – „გარდატეხის ასაკის თავისებურებები“

📌 კურსს გაუძღვებიან ფსიქოლოგები: ნინო ბუაძე და ნინო ელბაქიძე.

👉 დღეს ბევრი ლიტერატურა, ლექცია თუ ვიდეო მასალაა ხელმისაწვდომი, რომელიც დამხმარეა მშობლებისთვის ბავშვის აღზრდის პროცესში. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფსიქოგანათლება საჭირო, მაგრამ არასაკმარისია მშობლისთვის დამხმარე დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებისთვის.

პოზიტიური მშობლობის ერთ-ერთი წინაპირობაა, მშობელს თავად შეეძლოს კარგად ყოფნა. მშობლობა, სასიამოვნო ემოციებთან ერთად ამავდროულად პასუხისმგებლობის ტვირთსა და ბევრ გამოწვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, შეძლო  მშობლობით მიიღო სიამოვნება, გამოცდილება კი პიროვნული ზრდისთვის გამოიყენო.

პროგრამა ითვალისწინებს მშობლებთან მუშაობას ტრენინგის ფორმატში, რომელიც მოიაზრებს გამოცდილებაზე და გამოცდილების გაზიარებულ გააზრებაზე დაფუძნებულ სწავლებას და ორიენტირებულია დაეხმაროს მშობლებს ცოდნასთან ერთად შესაბამისი დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებაში.

პროგრამა ეფუძნება და აერთიანებს პიროვნების განვითარებასთან, ბავშვის აღზრდასთან დაკავშრებულ ფსიქოლოგიის სხვადახვა მიმართულების თეორიებსა და თემის შესაბამის თანამედროვე კვლევებს.

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს პოზიტიური მშობლობისთვის დამხმარე ისეთი დამოკიდებულების, ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მშობელს იზრუნოს საკუთარი და ბავშვის ფსიქო – ემოციურ კეთილდღეობაზე.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მშობლის და შვილის როლი, მშობლისა და შვილის კავშირი;
  • ფსიქო-სოციალური განვითარება, პუბერტატის (ე.წ. გარდატეხის) ასაკობრივი გამოწვევები და მასთან გამკლავებისთვის დამხმარე ჩარევა;
  • იდენტობა, თვითცნობიერება და თვითშეფასება;
  • პროფესიული ინტერესები, მოტივაცია და მიზნები;
  • ემოციური რეგულაციის უნარი და სტრესის მართვა;
  • ემპათია, აქტიური მოსმენა, მოლაპარაკების უნარი და კონფლიქტის მართვა;
    პირადი სივრცე;
  • ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები;
  • დისკრიმინაცია, ჩაგვრა;
  • სქესობრივი განათლება (სქესობრივი აღზრდის სპეციალისტისა და ფსიქოლოგის პერსპექტივიდან)..

📅 ტრენინგ-კურსი დაიწყება 4 აპრილს და შედგება 9 შეხვედრისგან.

📅 შეხვედრები გაიმართება სამშაბათს 19:30 საათზე

⌛ თითო შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

▶ ტრენინგ-კურსის ღირებულება – 485₾

▶  მოქმედებს 15% ფასდაკლება წყვილებისთვის.

▶ მოქმედებს 25% ფასდაკლება საკვირაო სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის.

▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება.

📜 ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: ქავთარაძის 44

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია