
✅ „განსხვავებული საზრისების“ ლექციათა ციკლი ახალი თემებით!
👥 ანდრო დგებუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ისაუბრებენ თემებზე:
📌 რწმენა და შემეცნება – 27 ნოემბერი
📌 დრო – 4 დეკემბერი
📌 ნიჭი – 11 დეკემბერი
📌 წესი და თავისუფლება – 18 დეკემბერი
📌 შემეცნება და შემოქმედება – 25 დეკემბერი
🌟 ლექციათა ციკლის პირველი ნაწილი 2019 წელს გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილული იყო ეგზისტენციალური საკითხები – მე, თავისუფლება, რწმენა, სიყვარული, მეტამორფოზა, ღმერთი, გზა.
🌟 შეხვედრების მიზანია, განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან შევხედოთ მთავარ ადამიანურ ღირებულებებს; საკითხებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩვენი ყოველდღიურობაა, მეორე მხრივ კი, მუდმივი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცე.
⌛ დასაწყისი – 20:00 სთ. შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 ლექციათა ციკლის საფასურია – 185₾
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება
დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
📌 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40