
ახალი ლექციათა ციკლი აზროვნების აკადემიაში – „განსხვავებული საზრისები“
✅ ლექციათა ციკლს გაუძღვებიან ლევან გიგინეიშვილი და ანდრო დგებუაძე. 9 ლექციის განმავლობაში განხილული იქნება თემები:
👉სინამდვილე – რამდენად დაკავშირებულია ჩვენი ფიქრის პროცესი და სამყარო? როგორ ვიმეცნებთ სამყაროს?
👉 ერთობა და ურთიერთობა – რა ქმნის ადამიანს ინდივიდად? რა განასხვავებს სხვა ადამიანებისგან? ერთობა უფრო მნიშვნელოვანია თუ განსხვავებულობა?
👉 კულტურა და ადამიანი – რამდენად არის ადამიანი კულტურის პროდუქტი? საიდან იბადება კულტურით უკმაყოფილება?
👉 თითოეულ თემას ლექტორები ცალ-ცალკე განიხილავენ, ყოველ მესამე შეხვედრაზე კი თემის შესახებ მსჯელობას ერთად გაუძღვებიან. ისინი მსმენელს განსხვავებულ საზრისებს შესთავაზებენ და თემებს სხვადასხვა პერსპექტივიდან დაანახვებენ.
📅 შეხვედრები გაიმართება ორშაბათს და ხუთშაბათს 18:00 სთ-ზე, ხანგრძლივობა – 2 სთ
📌კურსის საფასური – 360 ლ.
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
✅ შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში გადმოგეცემათ საჩუქარი: 25%-იანი ფასდაკლების პრომო-კოდი Onlineacademia.Ge-ს ნებისმიერ კურსზე, ლექციასა და სააბონენტო პაკეტზე
👉 გაეცანით აზროვნების აკადემიის ვიდეო-კურსების პლატფორმას, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო კურსი და #შეიმეცნემუდმივად – https://cutt.ly/kbMV2Fp
▶ მისამართი: თინა იოსებიძის ქუჩა 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696