30% ფასდაკლება - განმავითარებელი თამაშების კურსი 4 წლის ბავშვებისთვის

Showing the single result

💠 30 პროცენტიანი ფასდაკლება, იმოქმედებს მათზე ვინც ეხლა შეიძენს კურსს.

✨თამაში ბავშვის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის საშუალებითაც ხდება როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს შემეცნება და აღქმა. პროცესი სასიამოვნო და სახალისოა, რაც თავის მხრივ, სურვილს და მოტივაციას აღვივებს, რომ ბავშვმა განმეორებით მიმართოს მას. სპონტანურ თამაშს მოსდევს მიზნობრივი თამაშები, რომელიც განსხვავებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
კურსის შეხვედრები ორიენტირებული იქნება:

✔ ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე;
✔ ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე;
✔ ბავშვის მიერ საკუთარი თავის შემეცნებაზე;
✔ შინაგანი დისციპლინისა და პაუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე;
✔ მეტყველების, კომუნიკაციის, პრეზენტაცია-დემონსტრირების განვითარებაზე;
✔ გუნდური, შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გამომუშავებაზე.

✨ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
აღნიშნული კომპეტენციების ჩამოყალიბება ბავშვის განვითარებისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშემწყობია.

კურსს უძღვება აზროვნების აკადემიის ბაღის დირექტორი და ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

⌛ კურსის ხანგრძლივობა – 9 თვე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ. 30 წთ.
⌛ კურსი დაიწყება სექტემბრიდან.

💠 ერთიანი გადახდის შემთხვევაში – 985₾ (აქციის პირობებით – 685₾)
▪ დედმამიშვილებისთვის – 885₾ (აქციის პირობებით – 625₾)

▶ ყოველთვიურად გადახდისას – 145₾ (აქციის პირობებით 100₾ შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენი თქვეც გსურთ)
▪ დედმამიშვილებისთვის – 130₾ (აქციის პირობებით – 95₾)

🤝 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595045644

რეგისტრაცია