განმავითარებელი აქტივობების საზაფხულო ინტენსიური კურსი

აზროვნების აკადემიაში იწყება მიღება ინტენსიურ განმავითარებელ საზაფხულო პროგრამებზე 3-6 წლის ბავშვებისათვის!
ასაკობრივი კატეგორიები:
》3-4
》4-5

》5-6

🟩 კურსი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას. ვმუშაობთ ისეთ ქცევებზე, როგორებიცაა გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი თავის განცდა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

🟩 კურსში შემავალი აქტივობებია:
🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები… მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერეხებლ ფაქტორებზე.
🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.

შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🔹 პროგრამის ხელმძღვანელი და პედაგოგების სუპერვიზორია ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.
🔹 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის პედაგოგები.
სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური საზაფხულო კურსი 5-6 წლის ბავშვებისთვის :

კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

🌟 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🌟 ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

🕗 შეხვედრები გაიმართება კვირაში სამჯერ. (ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს)
🎨 შეხვედრების რაოდენობა – 14.
⌛   ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წთ
🔖 კურსის საფასური – 420 ლარი
რეგისტრაცია