განმავითარებელი აქტივობების კურსი ღია სივრცეში

 

☀🌳 აზროვნების აკადემია გთავაზობთ განმავითარებელი აქტივობების კურსს ღია სივრცეში, 3-6 წლის ბავშვებისთვის!

🟨კურსი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას. 5-6 წლისთვის განკუთვნილი კურსი ორიენტირებულია სკოლამდელ (პრესქულის) პროგრამაზე, რომელიც სასკოლო მზაობას უწყობს ხელს. თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას, მცირე ჯგუფებში მუშაობა პიროვნული და სოციალური უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი თავის განცდა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

3-4 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი კურსის კომპონენტებია:

➡️არტ-თერაპია

➡️მეტყველება

➡️განმავითარებელი აქტივობები

➡️შემეცნება

5-6 წლის ბავშვებისთვის:

➡️ფსიქოლოგია

➡️არტ-თერაპია

➡️ლოგიკური აზროვნება

➡️შემეცნება

🎨 არტ-თერაპია მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები… მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერეხებლ ფაქტორებზე.

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

🔰 განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქტიული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.

🔸 შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🔹 პროგრამას უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

⏰ შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, შაბათსა და კვირას.

⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ და 25 წუთი.

🔖 ერთი თვის (8 შეხვედრა) ღირებულება 270 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

▶ მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 133 305

რეგისტრაცია