„ფსიქოსინთეზის კურსი თვითშემეცნებისთვის“ - ნინო ქვარიანი

👉 განვაახლეთ კურსების ადგილზე ჩატარება !

📣 გამოცხადდა მიღება ფსიქოლოგ ნინო ქვარიანის საავტორო კურსზე – „ფსიქოსინთეზი თვითშემეცნებისთვის“

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

👤ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ფსიქოლოგიური კრიზისი, შინაგანი კონფლიქტები, გაურკვევლობის ან სიცარიელის განცდა. ჩვენ ხშირად ვკარგავთ ინტერესს იმ მოვლენების, ურთიერთობების, ცხოვრების წესის მიმართ, რომლებიც მანამდე სიამოვნებას გვანიჭებდა.

🔍 ადამიანები მუდმივად ვეძებთ რაიმე ახალს , მაგრამ ხშირად არ ვიცით რას. გვიჭირს იმის ნათლად წარმოდგენა, რამ შეიძლება დაგვიბრუნოს ცხოვრების ხალისი.

🔹რა იწვევს ფსიქოლოგიურ კრიზისებს?

🔹რა ასაკისთვისაა უფრო დამახასიათებელი?

🔹რა როლი აქვს კრიზისულ სტადიებს ადამიანის ცხოვრებაში?

🔹რა რესურსი გააჩნია ადამიანებს მათ დასაძლევად?

☝️ ამ და ბევრ სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხების პოვნაში, ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული მეთოდი – ფსიქოსინთეზი დაგეხმარებათ.

🔰 პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით შეძლებთ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, მოახდინოთ თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირება, გაუმკლავდეთ მათ, იმოგზაუროთ თქვენი შინაგანი სამყაროს არაცნობიერ სივრცეში, აღმოაჩინოთ თქვენში არსებული აქამდე უცნობი შესაძლებლობები, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა ძალიან ცოტა რამ იცით.

🍃 პრაქტიკული სავარჯიშოებით თქვენ ასევე შეძლებთ გააცნობიეროთ თქვენი რეალური მოთხოვნილებები და საჭიროებები, დაისახოთ შესაბამისი მიზნები, გახდეთ უფრო ჰარმონიულები, როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსთან მიმართებაში.

👉 ფსიქოსინთეზის თეორია და პრაქტიკა თვითშემეცნებით დაინტერესებულ ადამიანთათვისაა განკუთვნილი.

📅 ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა – 12 შეხვედრა, შეხვედრები გაიმართება კვირაობით 13:30 სთ-ზე.

▶ კურსი დაიწყება 25 აპრილს

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-დან 3 საათამდე

🔖 სრული კურსის საფასური – 580 ლ.
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

მისამართი: ირაკლი გამრეკელის N41 (ნუცუბიძის ქუჩასთან)

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696

რეგისტრაცია