„დოსტოევსკი“ - ლექციათა ციკლი

 

✅ აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს სახელწოდებით „დოსტოევსკი“

📖 დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის დაბადებიდან 200 წელი სრულდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც მომხსენებლები ისაუბრებენ მწერლის შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება დოსტოევსკის ისეთი რომანები, როგორებიცაა: „დანაშაული და სასჯელი“, „ძმები კარამაზოვები“ და სხვ. განხილული იქნება, თუ რა პარალელები არსებობს დოსტოევსკისა და ფრიდრიხ ნიცშეს შორის, როგორ უკავშირდება რასკოლნიკოვის პრობლემა ნიცშესეულ „ზეკაცის“ ფენომენს; როგორ ისახებოდა დოსტოევსკის შემოქმედება რუს მოაზროვნეებში, სახელდობრ ვასილი როზანოვის მწერლობაში; რა სახის სულიერება გვხვდება დოსტოევსკისთან და რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ამ მოაზროვნეს ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის; რატომ შეიძლება მივიჩნიოთ რომანი „ძმები კარამაზოვები “საუკეთესო რომანად და სხვა მსგავსი საკითხები

👇 ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართება 5 შეხვედრა:

• ლევან ბერძენიშვილი – „ძმები კარამაზოვები – მსოფლიოს საუკეთესო რომანი”

• ლევან გიგინეიშვილი: „როდიონ რასკოლნიკოვი და ნიცშეს ზეკაცი”

• ზაზა შათირიშვილი: “დოსტოევსკი და ქრისტიანული სულიერება”

• გიორგი მაისურაძე –

• გიორგი ხეოშვილი – “დოსტოევსკი და როზანოვი – pro et contra”

▶ ლექციათა ციკლი დაიწყება 18 ნოემბერს

▶ შეხვედრები ჩატარდება ხუთშაბათობით 20:00 საათზე

▶ კურსის ღირებულება – 185 ლარი

▶ ლექციებზე ინდივიდუალურად დასწრების შემთხვევაში – 40 ლარი

▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება.

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📍 მისამართი: იოსებიძის 57

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია