დიდი ფილოსოფიური ტექსტები

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის საავტორო კურსს – „დიდი ფილოსოფიური ტექსტები“

📖 კურსი მოწოდებულია გააცნოს აუდიტორიას სხვადასხვა ეპოქის დიდი ფილოსოფიური ტექსტები და მათში ასახული ალტერნატიული და კონფლიქტური ხედვები სამყაროზე, შემეცნებაზე, ჭეშმარიტებასა და სიმცდარეზე, მორალზე და ადამიანის დანიშნულებაზე.
📖 უშუალოდ ფილოსოფოსების ტექსტების კითხვა საშუალებას მოგვცემს უფრო სიღრმისეულად და ნიუანსების გათვალისწინებით ჩავერთოთ ამ მარადიული, “დაწყევლილი” საკითხების განხილვაში, დავინახოთ მათი გადაწყვეტის მცდელობები ისტორიულ პერსპექტივაში და, ასევე, ვეცადოთ დავაკავშიროთ ეს ტექსტები ჩვენს თანამედროვე რეალობასთან და დღევანდელი სამყაროს პრობლემატიკასთან.

ლექციების შეეხება შემდეგ ტექსტებს:
📌 ჰერაკლიტე – ფრაგმენტები
📌 პლატონი: „სოკრატეს აპოლოგია“, „სახელმწიფო“
📌 არისტოტელე: „ნიკომაქეს ეთიკა“
📌 მარკუს ავრელიუსი: „ფიქრები“
📌 პლოტინოსი: „ენეადები“
📌 ავგუსტინე: „აღსარებანი”
📌 ბოეთიუსი: „ფილოსოფიის ნუგეში”
📌 ფსევდო-დიონისე არეოპაგელი: „საღმრთო სახელებისთვის”
📌 ერაზმუს როტერდამელი: „სისულელის ქება“
📌 რენე დეკარტე: „მედიტაციები”
📌 ემანუილ კანტი: „მორალის მეტაფიზიკის დაფუძნება”
📌 ფრიდრიხ ნიცშე: „ასე იტყოდა ზარატუსტრა”

▶ კურსი დაიწყება 2 მარტს და შედგება 12 შეხვედრისგან.

▶ შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00-საათზე.

▶ ერთი შეხვდრის ხანგრძლივობა – 2სთ.

▶ კურსის საფასური – 485₾.

▶ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) –30%

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📍 მისამართი: ქავთარაძის 44

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია