„დიდი ფილოსოფიური ტექსტები“ - ლევან გიგინეიშვილის Online კურსი

Showing the single result

🎯 ლევან გიგინეიშვილის ლექციათა კურსი – „დიდი ფილოსოფიური ტექსტები“.

✅ კურსი მოწოდებულია გააცნოს აუდიტორიას სხვადასხვა ეპოქის დიდი ფილოსოფიური ტექსტები და მათში ასახული ალტერნატიული და კონფლიქტური ხედვები სამყაროზე, შემეცნებაზე, ჭეშმარიტებასა და სიმცდარეზე, მორალზე და ადამიანის დანიშნულებაზე. უშუალოდ ფილოსოფოსების ტექსტების ყურადღებით კითხვა საშუალებას მოგვცემს უფრო სიღრმისეულად და ნიუანსების გათვალისწინებით ჩავერთოთ ამ მარადიული, “დაწყევლილი” საკითხების განხილვაში, დავინახოთ მათი გადაწყვეტის მცდელობებში ისტორიულ პერსპექტივაში და, ასევე, ვეცადოთ დავაკავშიროთ ეს ტექსტები ჩვენს თანამედროვე რეალობასთან და დღევანდელი სამყაროს პრობლემატიკასთან.

▶ ლექციები იქნება შემდეგ ტექსტებზე:

♯ პლატონი: „ევთიფრონი“, „სახელმწიფო“
♯ არისტოტელე: „ნიკომაქეს ეთიკა“
♯ მარკუს ავრელიუსი: „ფიქრები“
♯ ლუკრეციუსი: „საგანთა ბუნებაზე“
♯ პლოტინოსი: „ენეადები“
♯ ავგუსტინე: „აღსარებანი”
♯ ბოეთიუსი: „ფილოსოფიის ნუგეში”
♯ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი: „საღმრთო სახელებისთვის”
♯ რენე დეკარტე: „მედიტაციები”
♯ დევიდ ჰიუმი: „გამოკვლევა ადამიანის ბუნების შესახებ”
♯ ემანუილ კანტი: „მორალის მეტაფიზიკის დაფუძნება”
♯ ფრიდრიხ ნიცშე: „ასე იტყოდა ზარატუსტრა”

📅 კურსი დაიწყება 25 მაისს. შედგება 12 შეხვედრისგან.
🕤 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს 20:30სთ-ზე.
⏳ ერთი შეხვდრის ხანგრძლივობა – 2სთ.
🔖 კურსის საფასური – 385₾.
🔖 მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 325₾.

📝 კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599131893

🙏 მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ

რეგისტრაცია