ბაღის პედაგოგებისა და აღმზრდელების გადამზადების ტრეინინგ-კურსი

Showing the single result

🌟აზროვნების აკადემია ბაღის პედაგოგებისა და აღმზრდელებისათვის ტრეინინგ-კურსს 15 სექტემბერს იწყებს!

✨კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები და დაეხმაროს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის ძირეული კომპეტენციების ჩამოყალიბებაში.

💥 კურსს გაუძღვება ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

ტრეინინგ-კურსზე განიხილება თემები:

• ბავშვის განვითარების ეტაპები, კრიზისები და აღზრდის სტილები;

• ქცევა, (რთული ქცევა ქცევის ლოგიკური შედეგები, დასჯა, შექება, თვითდამაზიანებელი ქცევა, დეფიციტური ქცევა);

• მიჯაჭვულობის თეორია, ემოციურობა;

• კომუნიკაცია, ასერტიულობა, ემპათია;

• ბავშვზე ძალადობა, შიში;

• სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა;

• კონფლიქტი, ფიზიკური და ვერბალური აგრესია, ტანტრუმი;

• თვითშეფასება, პიროვნების ფორმირება;

• შემეცნებითი პროცესების განვითარება, პიროვნული და ემოციური სფეროს განვითარება;

• ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება; განსაკუთრებული საჭიროებების იდენტიფიკაცია;

• ინტერაქციული, განმავითრებელი თამაშები, განმამტკიცებლები;

• ინკლუზიური განათლება, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, პირველადი დახმარება.

ტრეინინგ-კურსის ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა – 1.5 თვე

📅შეხვედრები ჩატარდება სამშაბათს და შაბათს 20:00 საათზე.

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2:30 სთ.

🔖 კურსის ღირებულება – 240ლარი.
სტუდენტებისთვის – 215ლარი.

🤝 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696

რეგისტრაცია