აზროვნების აკადემიის ზამთრის ბანაკი

 

❄️ მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ აზროვნების აკადემიის ზამთრის ბანაკი !

☃️ აზროვნების აკადემიის ზამთრის ბანაკი იქნება ადგილი, სადაც მოზარდები საახალწლო არადეგების დღეებს სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარებენ.

😊 ჩვენი ბანაკი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას, თქვენთან ერთად სადღესასწაულო, საახალწლო მოგონებების შექმნას, საინტერესო თავგადასავლებს, ახალ მეგობრებს.

👇 ბანაკში მოსწავლეებს ვთავაზობთ ორ ძირითად მიმართულებას: ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას.

🔹 ლიტერატურის მიმართულებით ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლიტერატურული შეხვედრები, ვორქშოპები, დისკუსიები, თამაშები და ვიქტორინები; დამუშავებული ნაწარმოებების მიხედვით მოვამზადებთ და წარვადგენთ პერფორმანსებს, თეატრალურ დადგმებს. ჩვენ მიერ შერჩეული ტექსტები შექმნის საახალწლო განწყობას და ზამთრის საოცარ ზღაპარში გვამოგზაურებს.
ჩვენი მიზანია ბანაკში შექმნილი ემოციებით მოზარდებმა ლიტერატურასთან მეგობრობა მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ.

🔹 ფსიქოლოგიის შეხვედრები ჩატარდება თვითცნობიერების, თვითშეფასების, ემოციების რეგულაციის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ახალ გარემოში ადაპტაციის და თვითპრეზენტაციის მიმართულებით.
აქტივობები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და მიზნად ისახავს ბავშის ინტერესების გათვალისწინებით მის მთლიან პიროვნულ ჩართულობას პროცესში.

🎄 ბანაკი, ასევე, გთავაზობთ სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებებს, თეატრალურ პერფორმანსებს, კინო-ჩვენებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრს – “რა? სად? როდის?”, სახელოვნებო, გასართობ, გუნდურ აქტივობებს, საშობაო კოსტიუმირებულ წვეულებას და კიდევ უამრავ სიურპრიზს.

✅ თემატურ სატრენინგო შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და პედაგოგები, სხვა გუნდურ აქტივობებს უძღვებიან გამოცდილი ლიდერები, რომლებიც ყველა აქტივობის დროს მონაწილეებთან ერთად არიან.

👉 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ – 9-16 წლის მოზარდებს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფში გადანაწილდებიან.

ბანაკის ხანგრძლივობა – 6 ღამე, 7 დღე
თარიღები: 3 იანვარი – 9 იანვარი
საფასური: 1380 ლარი
ლოკაცია – ცემი, სასტუმრო კომპლექსი “განთიადი”

👇 ღირებულებაში შედის:
– ტრანსპორტირება (თბილისი – ცემი, ცემი – თბილისი)
– სასტუმროში განთავსება
– სამჯერადი დაბალანსებული კვება
– ექიმის მომსახურება
– დაცვა და უსაფრთხოება, პერიმეტრის მუდმივი კონტროლი
– ტრენინგები, ვოქრშოპები
– სპორტული ღონისძიებები
– გასართობი გუნდური აქტივობები
– ინტელექტუალური გუნდური აქტივობები
– სადღესასწაულო წვეულება
– სერტიფიკატი

🔹 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლისა და მოზარდების სხვა კურსების მოქმედი მოსწავლეებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
დედმამიშვილებზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.

✍️ ბანაკში რეგისტრაციისთვის, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობისათვის მხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი, თითოეულ მონაწილესთან ბანაკში გამგზავრებამდე ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

📌დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📩 azrakischool@gmail.com

რეგისტრაცია