აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლა

✨ აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება:

✅ თუ თქვენი შვილისათვის ჯანსაღ, უსაფრთხო, განმავითარებელ, მხრიარულ გარემოს ეძებთ ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ, ჩვენი საზაფხულო სკოლა მოუთმენლად გელით.

👉 ასაკობრივი ჯგუფები: 6-7, 7-8, 9-10 წელი.
👉 დღის განრიგი: 09:00 – 19:00

საზაფხულო სკოლაში შემავალი აქტივობები:

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

💡 შემეცნება – თემატური შემეცნებითი შეხვედრები.

🎨 არტ-თერაპია – ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები.

📖 ლიტერატურის დრო – დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე საბავშვო მხატვრული ნაწარმოებებით, ბავშვები შეძლებენ ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრებას და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომას.

🎭 განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

⚽ სპორტი – აქტივობები ხელს შეუწყობს სენსორული თუ მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას, გუნდურობას, მოგება, წაგების გაცნობიერებას.

აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლაში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ და განუმტკიცდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უსაფრთხოების უნარები; შეიმეცნებენ ასაკობრივად საინტერესო საკითხებს, იმხიარულებენ და მაქსიმალურად პროდუქტიულად გაატარებენ დროს.

🔖 საფასურში შედის სამჯერადი კვება.

🔖 საფასური: 1185 ლარი

📌 მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩასთან)

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია