აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლა

✨ აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ საზაფხულო სკოლას 6-11 წლის მოსწავლეებისთვის.

✅ თუ თქვენი შვილისათვის ჯანსაღ, უსაფრთხო, განმავითარებელ, მხიარულ გარემოს ეძებთ ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ, ჩვენი საზაფხულო სკოლა მოუთმენლად გელით.

👉 ასაკობრივი ჯგუფები: 6-7, 8-9, 10-11  წელი.

👉 დღის განრიგი: 09:00 – 19:00

თითოეული დღე დატვირთულია ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

🎯 ფსიქოლოგია – შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია,თვითშეფასება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ემპათია…შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები  მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებლი ფაქტორები.

📖 ლიტერატურა – ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნობიან ხალხურ თუ საავტორო ზღაპრებს, მითებს, კლასიკურ და თანამედროვე საბავშვო ტექსტებს. მრავალფეროვანი თემატური აქტივობები დაეხმარება მათ, შეძლონ ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, წაკითხულის განზოგადება, შედარება. მოსწავლეები განივითარებენ მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობისა და რეფლექსიის უნარს.

🎭 განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

⚽ სპორტი – თამაშები, რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, გუნდურობის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული.

🎯 სამაგიდო თამაშები: ბავშვებს უვითარდეებათ რიგითობის დაცვის, სხვისი გათვალიწინების, ყურადღების კონცენტრაციის უნარები, ნატიფი მოტორიკა.

🌿 ეკოლოგია –  მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ; ისწავლიან, როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და იზრუნონ ბუნებაზე.

🇬🇧 ნგლისური ენა – საგაკვეთილო ფორმატი მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მოსწავლეები უცხო ენას სწავლობენ თამაშით, სახალისო სავარჯოებითა და ინტერაქციით. პროცესში ჩართულია ენის შესწავლისთვის საჭირო ოთხივე კომპონენტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა.

🚌 გასვლითი ღონისძიებები

აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლაში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ და განუმტკიცდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უნარები; შეიმეცნებენ ასაკობრივად საინტერესო საკითხებს, იმხიარულებენ და მაქსიმალურად პროდუქტიულად გაატარებენ დროს. კურსის ბოლოს შეასრულებენ შემაჯამებელ პროექტს და მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

თარიღი: 3 ივლისიდან 31 ივლისამდე.

🔖 საფასურში შედის სამჯერადი კვება.

🔖 საფასური: 1185 ლარი

📌 მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩასთან)

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია