აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბანაკი 2023

🥁აზროვნების აკადემიას არაჩვეულებრივი სიახლე აქვს თქვენთვის!

⛺ უკვე მეორე წელია აზროვნების აკადემია საზაფხულო თუ ზამთრის ბანაკებში მოსწავლეებთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის, ბანაკური დღეები და გამოცდილება დადებითი ემოციებითა და უზარმაზარი მოტივაციით გვმუხტავს და ჩვენც მოუსვენრად ვითვლით დღეებს თქვენთან შეხვედრის მომდევნო შესაძლებლობამდე.

🎆სწორედ ამიტომაც, ბევრი ვეღარ მოვითმინეთ და სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბანაკი!

⛺ ბანაკი გაიმართება კურორტ ცემში, სადაც გელით ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო, შემეცნებითი, განმავითარებელი ტრენინგები და სპორტული, სახალისო, გასართობი აქტივობები.

🎯 აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბანაკი იქნება ადგილი, სადაც მოზარდები ზაფხულის დღეებს სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარებენ.

👇 ბანაკში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა:

▶ ემოციები, მათი გაცნობიერება, სახელდება, მართვა

▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია

▶ახალ გარემოში ადაპტაცია და თანმდევი სირთულეები

▶გუნდური მუშაობა

▶თვითპრეზენტაცია და სხვა მომიჯნავე საკითხები.

💡 აქტივობები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და მიზნად ისახავს მონაწილის ინტერესების გათვალისწინებით მის მთლიანპიროვნულ ჩართულობას პროცესში.

☀️ ბანაკი, ასევე, გთავაზობთ სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებებს, თეატრალურ პერფორმანსებს, კინო-ჩვენებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრს – “რა? სად? როდის?”, სახელოვნებო, გასართობ, გუნდურ აქტივობებს, წვეულებებს და კიდევ უამრავ სიურპრიზს.

✅ თემატურ სატრენინგო შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და პედაგოგები, სხვა გუნდურ აქტივობებს უძღვებიან გამოცდილი ლიდერები.

👉 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ – 9-16 წლის მოზარდებს, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში გადანაწილდებიან.

🕐ბანაკის ხანგრძლივობა – 6 ღამე, 7 დღე

🗓თარიღი: ➡️ I ნაკადი – 30 ივნისი – 6 ივლისი
➡️ II ნაკადი – 9 ივლისი – 15 ივლისი

🔸საფასური: 1480 ლარი

🔸ლოკაცია – ცემი, სასტუმრო კომპლექსი “განთიადი”

👇 ღირებულებაში შედის:

📍ტრანსპორტირება (თბილისი – ცემი, ცემი – თბილისი)

📍 სასტუმროში განთავსება

📍სამჯერადი კვება

📍 24 საათიანი ექიმის მომსახურება

📍 დაცვა და უსაფრთხოება, პერიმეტრის მუდმივი კონტროლი

📍 ტრენინგები, ვოქრშოპები

📍 სპორტული ღონისძიებები

📍 საცურაო აუზი

📍გასართობი გუნდური აქტივობები

📍 ინტელექტუალური გუნდური აქტივობები

📍 წვეულებები

📍 ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

🔹 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლისა და მოზარდების სხვა კურსების მოქმედი მოსწავლეებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება. დედმამიშვილებზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება. მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.

✍️ ბანაკში რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობისათვის მხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი, თითოეულ მონაწილესთან ბანაკში გამგზავრებამდე ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

📌დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 📩 azrakischool@gmail.com

რეგისტრაცია