აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბაღი

🌳☀🎨 აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი მზადაა თქვენს პატარებს უმასპინძლოს თავის ჯანსაღ, მხიარულ, შემეცნებით სივრცეში ივლისის თვეში.

🎯 ჩვენი მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.

🏡 „აზროვნების აკადემიის” ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ისეთი ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა:

🌟 აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;
🌟 მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;
🌟 ნატიფი და მსხვილი მოტორიკა;
🌟 ემოციური ინტელექტი;
🌟 ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;

🌟 აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.

🌈 აზროვნების აკადემიის ბაღში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უსაფრთხოების, და სამყაროს აღქმის უნარი, რაც ხელშემწყობი იქნება ბავშვის სასკოლო გარემოში ადაპტაციისა და, ზოგადად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

👧👦 ბაღში მიიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები; ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა: 12-15 ბავშვი. პატარებთან მუშაობენ ფსიქოლოგიური განათლების მქონე პედაგოგები. ბაღის აკადემიური პერსონალი გადის სისტემატიურ გადამზადებას აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების მიერ.

🎡 აზროვნების აკადემიის ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა:
🎭 პატარებს ექნებათ ცეკვის, ტანვარჯიშის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვისა და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;
🗣 მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან პერიოდულად იმუშავებს ლოგოპედი;
🌳 დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;

🍏 ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ.

🏠 აზროვნების აკადემიის ბაღი პატარებს 09:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ბაღის გადასახადია 1150 ლარი.
🏘 ბაღი მდებარეობს ირაკლი გამრეკელის N41-ში (ნუცუბიძის ქუჩასთან).
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 🔹032 215 15 40
რეგისტრაცია