
🎯 აზროვნების აკადემიის მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.
🏡 ბაღის დირექტორის – ფსიქოლოგ ნინო ბუაძის და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ისეთი ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა:
🌟 აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;
🌟 მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;
🌟 ნატიფი და მსხვილი მოტორიკა;
🌟 ემოციური ინტელექტი;
🌟 ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;
🌟 აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.
🌈 აზროვნების აკადემიის ბაღში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უსაფრთხოების, და სამყაროს აღქმის უნარი, რაც ხელშემწყობი იქნება ბავშვის სასკოლო გარემოში ადაპტაციისა და, ზოგადად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.
👧👦 ბაღში მიიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები; ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა: 12-15 ბავშვი. პატარებთან მუშაობენ ფსიქოლოგიური განათლების მქონე პედაგოგები. ბაღის აკადემიური პერსონალი გადის სისტემატიურ გადამზადებას აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების მიერ. პედაგოგები ყოველდღიურად აღწერენ მათი უნარების განვითარების პროცესებს და პერიოდულად შესაბამის რეკომენდაციას მიაწვდიან მშობლებს. ბაღის დირექტორის და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ მშობლებისთვის სისტემატიურად გაიმართება შეხვედრები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
🎡 აზროვნების აკადემიის ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა:
ინტერაქციულ თამაშებს შესთავაზებენ;
🎭 პატარებს ექნებათ ცეკვის, ტანვარჯიშის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვისა და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;
🗣 მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან პერიოდულად იმუშავებს ლოგოპედი;
🌳 დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;
🍏 ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ.
🚌 აღსაზრდელები სისტემატურად იქნებიან ჩართულნი გასვლით შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
🏠 აზროვნების აკადემიის ბაღი პატარებს 09:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
- ბაღის ყოველთვიური გადასახადია 1150 ლარი.
🏘 ბაღი მდებარეობს ირაკლი გამრეკელის N41-ში (ნუცუბიძის ქუჩასთან).
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 🔹032 215 15 40