
აზროვნების აკადემია 5-17 წლის მოზარდებისათვის
Online საკვირაო სკოლას იწყებს !
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება ონლაინ ფორმატში, ZOOM-ის მეშვეობით.

საკვირაო სკოლის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: მხატვრულ ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას.


მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა, მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.

ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…).

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.

შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 საათი და 20 წუთი. (5-8 წლის ბავშვებისთვის)

შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 საათი და 40 წუთი. (9-17 წლის ბავშვებისთვის)

ყოველთვიურად გადახდის შემთვევაში – 160 ₾

დედმამიშვილების შემხთვევაში მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 13 33 31