აზრაკის არასაკლასო ოთახი

 

🌟 აზროვნების აკადემია საინტერესო სიახლეს სთავაზობს თბილისისა და რეგიონების სკოლებს.

✅ ჩვენი საკვირაო სკოლა შემეცნებით, არაფორმალურ სივრცეში უმასპინძლებს მონატრებულ თანაკლასელებს და მათი ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის პროგრამას.

✅ შეხვედრების მიზანია, კლასს შევთავაზოთ ტრადიციული სასკოლო გარემოსგან განსხვავებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ექნებათ საშუალება თანაკლასელებთან ერთად ისაუბრონ, იმსჯელონ და მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრაზე დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლასელები ერთმანეთს არადისტანციურ გარემოში შეხვდებიან და დროს ნაყოფიერად გაატარებენ.

👉 დაინტერესებულ კლასს შეუძლია აირჩიოს მიმართულება:
-ფსიქოლოგია
-ლიტერატურა

▶ ფსიქოლოგთან შეხვედრისას, ჯგუფის წევრები ირჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება, დისტანციური სწავლების სირთულეები…) და ფსიქოლოგთან ერთად განიხილავენ თემის აქტუალობას მათ გამოცდილებასთან მიმართებით.

▶ მხატვრული ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრა დატვირთულია თამაშებით, დისკუსიით, სახალისო მეთოდური აქტივობებით.
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში დაიგეგმოს შეხვედრა ამავე კლასის მოსწავლეების მშობლებისთვისაც, მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს – ერთი კლასიდან.

⏰ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).
👉 საფასურისა და სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 15 15 40
📌 მისამართი: თ.იოსებიძის 57, ი.გამრეკელის 41

რეგისტრაცია