არისტოტელეს ფილოსოფია - ლექციათა ციკლი

✅ „არისტოტელეს ფილოსოფია“ – ახალი ლექციათა ციკლი აზროვნების აკადემიაში!

🌟 არისტოტელე წარმოადგენს მოაზროვნეს, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ დასავლური მეცნიერების ფუძემდებლად, რამდენადაც დღესაც კი, მისი მოღვაწეობიდან 2400 წლის შემდეგაც, სხვადასხვა მეცნიერებათა ტერმინოლოგიური აპარატი და შინაარსი, ნაწილობრივ მაინც, არის დაკავშირებული არისტოტელეს ნააზრევთან. არისტოტელეს ფილოსოფია წარმოადგენდა დომინანტ სააზროვნო პარადიგმას დასავლური მოაზროვნეებისათვის შუა საუკუნეების ბოლომდე, ხოლო არისტოტელური ლოგიკა წარმოადგენდა, ფაქტობრივად, უალტერნატივო მოდელს მე19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.

🌟 კურსი მოიცავს არისტოტელეს ფილოსოფიის ფუნდამენტურ ელემენტებს, როგორიცაა მისი მეტაფიზიკა, ფიზიკა, ლოგიკა, პოლიტიკა, ეთიკა და რიტორიკა. ისინი შეისწავლიან მისი ფილოსოფიის ძირითად კატეგორიებსა და ტერმინებს, როგორიცაა არსება(სუბსტანცია), აქციდენცია, ფორმა – მატერია, პოტენცია – აქტუალობა და ა.შ. დამსწრეებს საშუალება ექნებათ, რომ დაამუშაონ უშუალოდ არისტოტელეს ტექსტები და შეიქმნან მისი ფილოსოფიის სისტემური სურათი.

🗓 კურსი დაიწყება 7 მარტიდან და მოიცავს 8 ლექციას, შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე.

👉 ლექციებს წარუძღვებიან: ლევან გიგინეიშვილი, ლელა ალექსიძე, ანა ქირია, მიხეილ მირაშვილი.

ლექციათა განრიგი:

📌 შესავალი არისტოტელეს ფილოსოფიაში – ლევან გიგინეიშვილი

📌 არისტოტელეს მეტაფიზიკის ძირითადი გაგებები – ანა ქირია

📌 არისტოტელეს მეტაფიზიკა 1 – მიხეილ მირაშვილი

📌 არისტოტელეს მეტაფიზიკა 2 – მიხეილ მირაშვილი

📌 არისტოტელე სულის შესახებ – ლელა ალექსიძე

📌 არისტოტელეს ლოგიკა – მიხეილ მირაშვილი

📌 არისტოტელეს ეთიკა და პოლიტიკა – ლევან გიგინეიშვილი

📌 არისტოტელეს პოეტიკა და რიტორიკა – ანა ქირია

▶ ლექციათა ციკლის ღირებულება – 280 ლარი

▶ ინდივიდუალურ ლექციებზე დასწრების შემთხვევაში – 40 ლარი

▶ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) –30%

▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📍 მისამართი: იოსებიძის 57

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია