ანტიკური ლიტერატურის კურსი

✅ აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საავტორო კურსს „ანტიკური ლიტერატურა“

📖 კურსი მოიცავს ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურას ჰომეროსის პოემებიდან ვერგილიუსის „ენეიდამდე“. განხილული იქნება ძველი ბერძნული ლირიკის ჩამოყალიბება და მისი უდიდესი წარმომადგენლების შემოქმედება; შევისწავლით თეატრის ჩამოყალიბებასა და ბერძნული ტრაგედიის სამეულის, – ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს შედევრებს; გავეცნობით ძველ ატიკურ კომედიას, შევეხებით სიტყვის თავისუფლების არნახულ ზეობას – არისტოფანეს პოლიტიკურ სატირას; მიმოვიხილავთ ელინიზმისა და რომაული ბატონობის ხანის ბერძნულენოვან ლიტერატურას – აპოლონიოს როდოსელს, პლუტარქოსს; ახლოს გავიცნობთ რომაული ლიტერატურის სიამაყეს – ოვიდიუსს.

👇 12 შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:

• ჰომეროსი, ილიადა
• ჰომეროსი, ოდისეა
• ძველი ბერძნული ლირიკა: არქილოქოსი, საპფო, პინდაროსი
• თეატრის დაბადება, თესპისი, თეატრის სტრუქტურა და როლი
• ესქილე, ორესტეა
• სოფოკლე, ოიდიპოსი მეფე
• სოფოკლე, ანტიგონე
• ევრიპიდე, მედეა
• ძველი ატიკური კომედია, არისტოფანე
• ელინიზმისა და რომაული ბატონობის ხანის ლიტერატურა
• ოვიდიუსი, მეტამორფოზები
• ვერგილიუსი, ენეიდა

▶ კურსი დაიწყება 9 დეკემბერს

▶ ლექციები ჩატარდება ხუთშაბათობით 20:00 საათზე

▶ კურსის ღირებულება – 485 ლარი

▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 30%

▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება.

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

💻  კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📍 მისამართი: პ. ქავთარაძის 44

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია