
აზროვნების აკადემიაში იწყება ახალი ტრენინგ-კურსი – „3-განზომილებიანი მე: თვითშეფასება, თვითშემეცნება, თვითკონტროლი“
კურსზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 15-18 ადამიანი.
კურსს გაუძღვება ექიმი-ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი
კურსზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ვინ ვართ ჩვენ?
- რატომ ვართ ასეთები, როგორებიც ვართ?
- როგორ შევიცნოთ ჩვენი აზრები, ფიქრები და ემოციები?
- რატომ გვიყალიბდება კონკრეტული აზრი?
- რატომ ვხედავთ მოვლენას სხვადასხვანაირად?
- როგორ ჩამოვიყალიბოთ თვითშეფასება?
- როგორ შევაფასოთ ჩვენი თავი იმის გათვალისწინებით თუ ვინ ვართ?
- როგორ უნდა დაემთხვეს ჩემი და თქვენი შეფასება ერთმანეთს?
- როგორ გავაკონტროლოთ ჩვენი თავი, იმისთვის რომ მეტი კონტროლი გვქონდეს სიტუაციაზე და ჩვენს ცხოვრებაზე?
კურსში გამოყენებული იქნება თერაპიული მეთოდები, სავარჯიშოები.
კურსი დაიწყება 5 ივნისს.
ხანგრძლივობა – 6 შეხვედრა. შეხვედრები გაიმართება ორშაბათსა და სამშაბათს 20:00 სთ-ზე
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
კურსის ღირებულება – 385₾
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
მისამართი: თ. იოსებიძის N57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40