„ფარული აგრესია“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

მანიპულაციის ერთ-ერთი ხერხია განდგომილი პოზიცია, რომლის დროსაც „მსხვერპლს“ არ ეძლევა საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვის საშუალება. ფარული აგრესიის ამგვარ ფორმას განეკუთვნება ურთიერთობების ბოიკოტი, რაც გულისხმობს ემოციების გაუფასურებას: მაგ., როდესაც გეცინება რამეზე და გეუბნებიან, რომ „ამაზე მხოლოდ იდიოტები იცინიან“ და თუ წყენა შეგამჩნიეს, გეტყვიან, რომ „მხოლოდ გიჟებს სწყინთ ეს“.  

 

„ამგვარი ურთიერთობა ზღუდავს საკუთარი სურვილისა და ემოციის გამომჟღავნების ხალისსა და შესაძლებლობას“

ასეთივე საქციელია გეგმებისა და იმედების გაუფასურება („შენ რა, სერიოზულად ფიქრობ ამაზე? არც იოცნებო!“) ან მიღწევების იგნორირება („ამის გაკეთება ნებისმიერ კრეტინს შეუძლია!“); ამავე რიგის საქციელია დამამცირებელი ხუმრობა, ურთიერთობების ბლოკირება ანუ საუბრის თემის შეცვლა, სერიოზული საუბრის გატრიზავება, ხუმრობაში გადაზრდა, საუბრის მომავლისკენ გადატანა („ხვალ, დღეს არა!“), გამტყუნება („როცა შენ პრობლემებზე საუბარს იწყებ, ნერვები მეშლება და წნევა მიწევს“), კრიტიკა („თუ ამგვარი აზრები გაქვს, ესე იგი შენ სათანადოდ რაღაცას ვერ აკეთებ“), ფაქტების უარყოფა („როდის იყო აბა, ეს?“), იარლიყების მიწებება („იდიოტივით ლაპარაკობ“). 

ამგვარი ურთიერთობა ზღუდავს საკუთარი სურვილისა და ემოციის გამომჟღავნების ხალისსა და შესაძლებლობას, რადგანაც იცი, რომ ეს ყველაფერი უაზრობად და სისულელედ შეფასდება და ამრიგად, ადამიანი თვითონვე იხშობს და იქრობს გამოხატვის ნებას. ჩაქრობა ნიშნავს სხვა ადამიანის ღირსებისა და მნიშვნელობის იგნორირებას, არაღიარებას, დახმარებაზე უარის თქმას, ვალდებულების არგაზიარებას და სხვა.

 

ფსიქიატრი რეზო კორინთელი 

 

👇 აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის