„მშობლის და შვილის ურთიერთობა“ – ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„მშობლის და შვილის ურთიერთობა“

 

მშობელი უფრო ხშირად ინტერესდება იმით, თუ რა ჭამა მისმა შვილმა ბაღში (ან სკოლაში), მასწავლებელსაც ამას ეკითხება, თუმცა , მთავარი ავიწყდება: ჰკითხოს, თუ რა ისწავლა, რა ეწყინა ან რა გაუხარდა მის შვილს.

საკუთარ თავსაც არ ეკითხება მშობელი, თუ რა უხარია, რა სწყინს, რა ემოცია აქვს და ცხოვრობს ასე. ამიტომ, ვურჩევ მშობელს, ნახევარი საათი მაინც გამოყოს, რომ ემოციურად მისაწვდომი გახდეს საკუთარი შვილისთვის.

 

 

“შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ, როცა ვლაპარაკობთ რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ…“ 

 

ჩვენი საზოგადოება როგორია იცით? საფრთხის განცდა აქვს. არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაში დგას. სანამ წაგება-მოგების ენით ვსაუბრობთ, რჩევებსაც არ აქვს აზრი.

ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული. მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, მაგრამ ამაში არ არის ბედნიერება.

ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან, ჩემს ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო. როცა გაიგო, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ ამ მანქანებს, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ მათთვის დაუშვებელია. ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, საკუთარ შვილისთვის ყველაფერის გაკეთება უნდა, მაგრამ ამავდროულად უნდა შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს, ყველაფერს უსრულებს და ასეთი ფორმით ერთგვარი გარიგება აქვს შვილთან.

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉სალონური საუბრებიდან