ნინო ელბაქიძე
2014 წელს მიენიჭა ფსიქოლოგ-კონსულტანტის სპეციალიზაციით მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2011 წელს – სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ძირითადი სპეციალობით პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო მეორადი სპეციალობით – თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით (მიჩიგანის უნივერსიტეტის პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში).
იგი ამჟამად, როგროც მკველევარი და ფსიქოთერაპევტი, ჩართულია კვლევით პროექტში „მენტალიზაცია ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიურ აბილიტაციაში“.
არის სერტიფიცირებული ტრენერი და 2015 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას როგორც ტრენერი, სოციალური უნარების ტრენინგების მიმართულებით. 2014 წლიდან პარალელურად მუშაობს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებთან და მათ მშობლებთან. ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, იგი ატარებდა ტრენინგებს პიროვნული განვითარების სხვადასხვა თემაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
2013-2014 წლებში მუშაობდა ტიპური განვითარების მქონე მოზარდებთან შვეიცარიული – მითოდრამის ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდით, როგროც ქო-თერაპევტი. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში.
2013-2014 წლებში, როგორც ფსიქოლოგმა, მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო ტრენინგებში იტალიასა და ნიდერლანდებში, თემებზე – ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ეკოლოგიური სოცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
ნინო ელბაქიძე აზროვნების აკადემიის ქუთაისისა და ბათუმის საკვირაო სკოლების ფსიქოლოგია.