ელენე მაღრაძე
ელენე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი გამოყენებით ფსიქოლოგიაში და ჯიპას მაგისტრი ფსიქოლოგიაში, 2013-2015 წლებში მუშაობდა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ბავშვებთან, მოზარდებთან და მშობლებთან, ასევე ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრ “არს ვივენდიში” ფსიქოლოგად. არის სახელმწიფო თუ კერძო სკოლების პედაგოგებისათვის ფსიქო-განათლების ტრენერი, ინდივიდუალური თერაპევტი ბავშვებთან და მშობლებთან, არის ჯიპას მოწვეული ლექტორი ფსიქოლოგიის საფუძვლებში.
აზროვნების აკადემიაში ელენე მაღრაძე საკვირაო სკოლის ჯგუფებთან ფსიქოლოგიის მიმართულებას უძღვება.