„კომფორტის ზონა და წარუმატებლობის შიში“ – ფსიქოთერაპევტი დათო ანდღულაძე

ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს საკუთარი კომფორტის ზონა აქვს – მდგომარეობა, რომელშიც თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. ლოკოკინა ნიჟარაში, მაჩვი საიმედო და მყუდროდ მოწყობილ სოროში, პატარა კენგურუ დედის ჩანთაში. სურვილის მიუხედავად, ზრდა-განვითარებასთან ერთად კომფორტის ზონის დატოვება ყველას უწევს და რაც უფრო მგრძნობიარეა არსება, მით მტკივნეულია მისთვის ეს პროცედურა.

გამონაკლისი არც ადამიანია და მისი კომფორტის მდგომარეობიდან ლოგიკურად სასურველ მდგომარეობაში გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მორიგი უსიამოვნების შეგრძნება პრობლემების გაღრმავების გარანტიაა.

კომფორტის ზონიდან გამოსვლა და წარუმატებლობის შიში მოზარდებში საკმაოდ ხშირია. ეს უმეტესად დისკომფორტის წარმომქნელი ფაქტორის გაჩენისას ხდება, რომელზეც დამოკიდებულია სხვადასხვა სახის მიდგომაც. განვიხილოთ სკოლის ასაკის მოზარდის მაგალითი. მან კარგად მოამზადა გაკვეთილი, დედასაც ჩააბარა და მზადაა სკოლაში კარგი შეფასების მისაღებად. ამ დროს მას იპყრობს შიში, რომ მოუწევს დაფასთან გასვლა და კლასელების თანდასწრებით გაკვეთილის მოყოლა. შესაბამისად, უკვე უარყოფითი განწყობა აქვს,  რამე არ შეეშალოს, ვინ რას იფიქრებს და რას იტყვის, დასცინებენ და ასე შემდეგ. ანუ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნის.

 

ასეთ დროს, საჭიროა მშობლის დროული და შესაბამისი მხარდაჭერა. მოზარდის ფიქრებს ახალი არხი უნდა გაეხსნას, სხვა დინება უნდა მიეცეს. რატომ იცინიან კლასელები? მოზარდს უნდა განემარტოს, რომ სხვა ბავშვები იცინიან და მეტი არაფერი ხდება. ისინი არ არიან ბოროტები, მას კი არ დასცინიან, უბრალოდ იცინიან. მშობლის მხრიდან გულისხმიერება და თანაგრძნობა აუცილებელია. ბავშვის ცნობიერი  უკვე მოცულია უსიამოვნო ფიქრებით. მშობელმა უნდა გაიაზროს ეს განცდები და მოზარდს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას შიშის უსაფუძვლობა.

 

ფსიქოთერაპევტი დათო ანდღულაძე 

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის