„ძირეული მოთხოვნილებები“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

არსებობს ასეთი სამი ძირითადი მოთხოვნილება, მიყვარს ხოლმე ამაზე ლაპარაკი, რადგან რაღაც გასაღები დევს ამაში. ზოგადად, მოთხოვნილება დანაკლისია – მაკლია და იმიტომ ვსვამ წყალს, ხომ? ეს სამი მოთხოვნილება კი ასეთია – ერთი გახლავთ  სარკისებრი („Mirroring“), რაც ნიშნავს – ზღაპრის სარკეში რომ იხედები  და ეკითხები, ვინ არის ყველაზე ლამაზი? და პასუხი უნდა იყოს – შენ ხარ ყველაზე ლამაზი; თურმე ეს მოთხოვნილება ყველას გვაქვს და გვინდა, რომ ბავშვობაში დაგვიკმაყოფილოს მშობელმა. ამას მის მეტი ვერავინ გააკეთებს. თუ მშობელი ამას ვერ აკმაყოფილებს, მერე მთელი ცხოვრება ყველამ აპლოდისმენტებიც რომ მიკრას, მაინც დაუკმაყოფილებელი დავდივარ და მაინც ჩემს თავზე მგონია, რომ მე ის არა ვარ, რაც უნდა ვიყო. ამას „მირარინგი“ ჰქვია.

მეორე მოთხოვნილება გახლავთ იდეალიზაციის მოთხოვნილება. ეს ნიშნავს − ძალიან მინდა, ვინმე იდეალური მყავდეს, სტანდარტი, რომელზედაც მე სწორებას ვაკეთებ – ყველაზე მაგარი მამა მყავს, ყველაზე ღონიერი, ის მოგერევა, დაგამარცხებს. ან, მყავს ყველაზე მაგარი დედა. ბავშვს ეს სჭირდება და, თუ ეს ვერ უკმაყოფილდება იმის გამო, რომ ან მამა არ ჰყავს, ან მძიმე ურთიერთობები აქვს დედასთან, ამ შემთხვევაში მას იდეალიზაციის მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი აქვს და, როდესაც იზრდება, ის ამას იკმაყოფილებს ვიღაცის მიმართ. ანუ, მე ვეძებ მამას ვიღაც სხვაში, ერთის მხრივ და ან მეორე, ამ კონტინიუმს მეორე ბოლო აქვს, რომ უარვყოფ მამას, იმიტომ, რომ მე უარმყვეს თავის დროზე.

და ასევე მესამე მოთხოვნილება გახლავთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ვგავდე სხვას. ძალიან მაშინებს განსხვავებულობა და, თუ მე ბავშვობაში ვხედავდი, რომ სხვანაირი ვარ, ან ძალიან დათრგუნული ვარ, ან კიდევ ძალიან ეპატაჟურ-ექსტრავაგანტური ვხდები.

თმებს ვიღებავ სხვადასხვაფრად, ვიკეთებ პირსინგებს, ტატუებს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ვაკომპენსირებ თვითშეფასებას. არ ჩათვალოთ, რომ რამეს განვიკითხავ, ან განვიხილავ. ეს არის უბრალოდ ანალიზი. ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე გამოიყურებოდეს. მაგრამ მოდით, გავანალიზოთ, რატომ აქვს ეს მოთხოვნილება? აი, ამიტომ, რომ მას ბავშვობაში არა აქვს დაკმაყოფილებული მთელი რიგი მოთხოვნილებები.

პირველი ექვსი წელი, როგორც უკვე ვთქვი, უმნიშვნელოვანესი პერიოდია, მიყალიბდებოდა პიროვნული კარკასი და მოდი, ჩამოვწერ, რა არის ეს პირობითად. შევაფასებ  „პლიუსით“ და  „მინუსით“; პლიუსი რა არის?  პლიუსი არის – ნდობა სამყაროსადმი; მინუსი – უნდობლობა; პოზიტიური აზროვნება და ნეგატიური აზროვნება; ოპტიმიზმი – აი, ნახეთ, ჩვენ რომ გვგონია, რომ ერთი წლის ბავშვს არაფერი ესმის. ეს არის დრო, როდესაც მასში ყალიბდება პიროვნული თავისებურებები; ოპტიმიზმი და პირიქით პესიმიზმი; ნებისყოფა და პირიქით უნებისყოფობა; აქვე მიუმატეთ არაცნობიერ სირცხვილს. და დამოკიდებულება – მიაქციეთ ყურადღება – დამოკიდებულება შეიძლება იყოს, რაზედაც გინდათ – სასმელზე, სიგარეტზე, ნარკოტიკზე, სამიდან ექვს წლამდე; შემდეგში – სქესთან სწორი იდენტიფიკაცია – ანუ მე გოგო ვარ, ან  მე ბიჭი ვარ. გასაგებია, რომ ბიოლოგიურად ის იბადება ან გოგო ან ბიჭი, მაგრამ სამი წლიდან ხდება „მე“ – კონცეფციის ჩამოყალიბება; სამი წლიდან მე პირველ პირში განვიხილავ ჩემს თავს. მანამდე შეიძლება მესამე პირში მეთქვა – მარინას შია, ან ეძინება ან დააძინეთ; ან რაღაცა უხარია, ან სწყინს, მაგრამ პირველ პირში განხილვას ვიწყებთ სამი წლის ასაკიდან – რომ მე გოგო ვარ, მე ბიჭი ვარ. გოგო თუ ვარ, ვაკეთებ იდენტიფიკაციას – ვისთან? დედასთან და ბიჭი თუ ვარ − მამასთან. და ეს აღრევებიც, სწორი იდენტიფიკაცია და აქვე უინიციატივობა და ინიციატივა − პლიუსში. აი, წარმოიდგინეთ პიროვნება, რომელიც ენდობა სამყაროს, პოზიტიურად აზროვნებს, პოზიტიურად განიხილავს თავის თავს და მომავალს, არის ოპტიმისტი, აქვს ნებისყოფა, არის ავტონომიური ანუ დამოუკიდებელი, მას შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს გარკვეულ ქცევაზე, არის ინიციატივიანი და აქვს სქესთან სწორი იდენტიფიკაცია.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის