აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.

 

აზროვნების აკადემიამ წამოიწყო ახალი ტიპის სალექციო შეხვედრები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში – სალონური საუბრების ფორმატი გახდა განსაკუთრებით საინტერესო ყველა ასაკის აუდიტორიისათვის. ფორმატი გულისხმობს მაქსიმალურად მყუდრო გარემოს, განტვირთვას, მსმენელის აქტიურ თანამონაწილეობას, ინტერაქციას მომხსენებელთან. სალონური საუბრების თემატიკა საკმაოდ ფართოა და ძირითადად მოიცავს ჰუმანიტარულ, სოციალურ სფეროებს. განსაკუთრებით აქტიური მიმართულებებია ფსიქოლოგია, ლიტერატურა, ფილოსოფია.

 

აზროვნების აკადემიამ 2017 წელს შექმნა საკვირაო სკოლა 5-17 წლის მოზარდებისათვის. სკოლაში ორი ძირითადი მიმართულებაა – ფსიქოლოგია და მხ. ლიტერატურა. მხატვრული ლიტერატურის იდეაა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მოზარდებში, კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების განვითარება. მოსწავლეები ეცნობიან და კითხულობენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, მსჯელობენ მათზე, არჩევენ ფილმებს. ფსიქოლოგთან შეხვედრებზე ჯგუფურად განიხილება ასაკისთვის აქტუალური პრობლემეზე. ჯგუფურად ხდება პიროვნულ ზრდაზე მუშაობა, ემოციების რეგულაციის სწავლა, ფობიებისა და კომპლექსების დაძლევა, მიჯაჭვულობების გააზრება და გადალახვა და ა.შ.

 

 

 

 

აზროვნების აკადემიამ ასევე დაიწყო პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსები მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოწვეული სტუმრები, მომხსენებლები, მომუშავე მენტორები, საკვირაო სკოლის პედაგოგები არიან პროფესიონალები, კომპეტენტურები და პრაქტიკული გამოცდილების მქონეები თავიანთ სფეროებში.
აზროვნების აკადემიის 2 წლიანი მუშაობის განმავლობაში ჩატარებული გვაქვს 300-ზე მეტი შეხვედრა, ჩვენი პროექტების მონაწილეების რაოდენობა 8000-10000 ადამიანს აღწევს, ჩვენს საკვირაო სკოლაში ამ სეზონში სწავლობს 400-მდე ბავშვი.
აკადემია პერიოდულად ანხორციელებს სხვა პროექტებსაც -„ლიტერატურული გზამკვლევი“, „გასვლითი ტურები.“
აზროვნების აკადემიას დაინტერესებული პირებისათვის უკვე აქვს მრავალფეროვანი ვიდეო და აუდიო მასალა, ლექციებისა და ტრენინგების ჩანაწერები და ინფორმატიული ვიდეო ამონარიდები.